ენრიკემ, შესაძლოა, მესი კვლავ დაასვენოს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თქმით, ჯერ არაა გადაწყვეტილი, რამდენ წუთს დაჰყოფს მოედანზე ლეო მესი "სელტიკთან" გასამართ შეხვედრაში.
მესი "ბარსელონას" ნაკრებიდან ტრავმირებული დაუბრუნდა, რის გამოც, "ალავესთან" შაბათს გამართული თამაში მან სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. იყო მოლოდინი, რომ არგენტინელს, "სელტიკთან" მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავდით, მაგრამ შესაძლოა ასე არ მოხდეს.
"მე მინდა, რომ მესიმ ყოველთვის ითამაშოს. იგივე სურს თავად ფეხბურთელსაც. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იგრძნობს მესი თავს. თუ ის სრულად თამაშს შეძლებს, უკეთესი იქნება მისთვისაც და გუნდისთვისაც. თუმცა, მისთვის გამოყოფილი სათამაშო წუთები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს ფეხბურთელი თავს." - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]