ალბა: "უსამართლობაა, რომ ჩავის "ოქროს ბურთი" არ აუღია"

ალბა: "უსამართლობაა, რომ ჩავის "ოქროს ბურთი" არ აუღია"

"ბარსელონას" მარცხენა მცველის, ხორდი ალბას თქმით, უსამართლობაა რომ მის თანამემამულესა და ყოფილ თანაკლუბელს, ჩავი ერნანდესს "ოქროს ბურთი" არასდროს აუღია. კატალონიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს მიერ ჩავიზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

"ჩავიზე ბევრი რამის თქმა შემიძლია და მხოლოდ და მხოლოდ კარგის. ის დიდი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

არაერთხელ გვითქვამს, რომ უსამართლობაა, როდესაც ჩავის "ოქროს ბურთი" არ აქვს აღებული. თუმცა, სხვების ნათქვამს, სჯობს, კომენტარი არ გავუკეთო.

მე ჩავიზე მხოლოდ კარგი მაქვს სათქმელი და სხვების აზრი არ ვიცი."

ალბამ კომენტარი ლეო მესიზეც გააკეთა: "სულელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ლეო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არაა. ის გუნდს ბევრ რამეს მატებს. გუნდი ისედაც მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ლეოსთან ერთად უკეთესები ვართ. ის ჩვენ დაცვაშიც გვეხმარება.

ლეო უკვე 12 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ამით აღტაცებულები უნდა ვიყოთ. ასეთი რამ სხვას არავის გაუკეთებია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 სექტემბერი 2016 12:11
    0
    ეგრე იმდენ კარგ ფეხბურთელს არააქვს აღებული.ამით ჩავის არაფერი აკლდება და რონალდოს უაზრო კომენტარზე არც ღირს რამის თქმა. ეგრე იცის თუ ვინმე რამეს იტყვის პასუხი ერთი აქვს მე ოქროს ბურთი მაქვს მე ოქროს ბურთი მაქვს.. შე ქლიავო 5 ოქროს ბურთი აქვს მესის მარა სად გინახიაა მაგიტ რო ებლატავოს.. სულ იმას იძახის გუნდურიი წარმატებებიოო. ევროპით მაინც დაიბლატავე მარა ვერ დაიბლატავებ იმიტო რო ეგ შენი ევროპა ჩავის 2 ჯერააქვს მონაგებიი.. მსოფლიოც... ლიგაც იმდნეიი ლალიგაცდა ყველაფერიი ვაფშეე.. პირადებში მიაღწეიეე წარმატებას შენ და გუნდი დაიკდიე რათ გინდა ეგეთი ჯილდოებიი
    ronaldinho legenda10----
    სტუმარი [?]
    #1 13 სექტემბერი 2016 09:47
    0
    Midi alba