ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2018 წელს კიევი უმასპინძლებს
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დაადასტურა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 სეზონის ფინალი, კიევში ჩატარდება.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2018 წელს უკრაინაში ჩატარდება! უეფამ ეს წუთია მიიღო გადაწყვეტილება ფინალის კიევში ჩატარებაზე. ეს შესანიშნავი სიახლეა ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით უკრაინელი გულშემატკივრისთვის. ჩვენ ამ ფინალს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ." - განაცხადა, პოროშენკომ ფეისბუკის გვერდზე.
ფინალის კიევში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ათენში იქნა მიღებული. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის ერთადერთი მთავარი კონკურენტი მადრიდი იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]