„ბარსელონა“-„სელტიკი“: სამი რამ, რაც ამ თამაშიდან ვისწავლეთ

„ბარსელონა“-„სელტიკი“: სამი რამ, რაც ამ თამაშიდან ვისწავლეთ

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა ფანტასტიკურად დაიწყო, მათ დაამარცხეს "სელტიკი" ანგარიშით, 7-0, თუმცა საინტერესო იქნება თუ თვალს გადავავლებთ 3 საინტერესო და ამავე დროს, მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ცნობილმა საიტმა - barcablaugranes-მა წარმოგვიდგინა.

1. "ალავესთან" მარცხი - ეს მხოლოდ, შემთხვევა იყო...

"ბარსელონამ" ეს მარცხი რამდენიმე მიზეზის გამო იწვნია. მაგალითისთვის, მწვრთნელის ცუდმა გადაწყვეტილებამ, მეტოქის კარგმა თამაშმა, ინდივიდუალურად ცუდი თამაში რამდენიმე მოთამაშისგან, თუმცა სამშაბათს, ჩვენ ნამდვილი სპექტაკლი ვიხილეთ - 7-0, თან,  აქედან, 6 მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიომ გაიტანა. "ბარსას" ფეხბურთელებმა დიდი ტალანტი გამოავლინეს. ფაქტია, რომ "ალავესთან" თამაშის შემდეგ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გარკვეული შესწორებები შეიტანეს თამაშში, რაც 7-0 მოგებად გარდაისახა. რაც შეეხება, "ალავესთან" თამაშს, ზოგჯერ ხდება ხოლმე!..

2. ნეიმარი საბოლოოდ დაბრუნდა

გასული სეზონის პირველ ნახევარში ნეიმარი არაამქვეყნიურ ფეხბურთს აჩვენებდა, ფინტების კასკადი, გოლების შოუ... ბრაზილიელმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მოულოდნელად, სეზონის მეორე ნახევარში ის საშინლად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ბრაზილიაში, ნაკრებში თამაშმა მას უშველა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მან 4 საგოლე პასი და ულამაზესი ჯარიმა მიითვალა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ბრაზილიელი ძველ ფორმას იბრუნებს და ამით, "ბარსელონა" სულ უფრო შეუჩერებელი ხდება!

3. ანდრე გომეში განსაკუთრებული მოთამაშეა

სტატიის ავტორი წერს, რომ ის თავიდან განცვიფრებული არ იყო მისი ტრანსფერით. საუბარი არაა მის ფასზე, არამედ რენატო გონსალვესი თვლის, რომ მისი ადგილი ვერ მოიძებნებოდა პირველ გუნდში. თუმცა, ანდრემ ძალიან მალე დაამტკიცა, რომ ის ძალიან ნიჭიერია: სამშაბათს ჩატარებული თამაშში ანდრესგან ძალიან კარგი სანახავი იყო, რადგან მან ითამაშა ნახევარდაცვის სამ პოზიციაზე, ის, განსაკუთრებით კარგი იყო ბუსკეტსის პოზიციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს ექნება საშუალება, რომ ზოგჯერ სერხიო დაასვენოს. იმედი ვიქონიოთ, რომ პორტუგალიელი გაარგძელებს განვითარებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 სექტემბერი 2016 21:20
    0
    კაი სტატიააანეიმარიც მაგარ ფორმაშია და ყველამ უნდა აკრიფოს ფორმა საბოლოო ჯამში ახალვეულებს შეტამაშება ჭირდება
    cinto99
    სტუმარი [?]
    #5 15 სექტემბერი 2016 19:47
    0
    აბა რა გომეშის დიდი იმედი მაქ ^_^
    მეტრე
    სტუმარი [?]
    #4 15 სექტემბერი 2016 18:57
    0
    გომეში მალე ჩვენთვის ერთერთი საუკეთესო შენაძენი გახდება.
    El pistolero 9
    სტუმარი [?]
    #3 15 სექტემბერი 2016 18:47
    0
    სერხიოს პოზიციაზე მაშერანო უნდა დადგეს
    Beqa barsa
    სტუმარი [?]
    #2 15 სექტემბერი 2016 17:43
    0
    Gomeshs magari momavali eqneba

    ციტატა: Beqa barsa
    Gomeshs magari momavali eqneba
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #1 15 სექტემბერი 2016 17:38
    0
    gomesis meimedeba,momavali andresi tu ara misi 70% mainc iyos :3