ნეიმარმა პსჟ-ს ინტერესზე კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, კომენტარს აკეთებს გასულ ზაფხულში მის შესაძლო გადაბარგებაზე "პარი სენ ჟერმენში".
"დიახ, მე საუბარი მქონდა არა მხოლოდ, პსჟ-სთან, არამედ ბევრ კლუბთან, თუმცა მე აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მე მოხარული ვარ, რომ მყავს ასეთი თანაგუნდელები. ციფრები? არ შემიძლია დავადასტურო ის რიცხვები, რომელიც ვაგნერ რიბეირუმ დაასახელა, ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. მე შემოთავაზება არა მხოლოდ პარიზული გუნდიდან მქონდა, თუმცა მე აქ დავრჩი, რადგან მე აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვერ წარმოვიდგენ, ვერ ვხედავ საკუთარ თავს სხვაგან, რადგან ბარსელონა ჩემი სახლია. თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ, იმედი მაქვს, რომ გუნდს გამოვადგები და კარგი სეზონი მექნება." - აცხადებს ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]