ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
"ბარსელონას" მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გამართა პრესკონფერენცია "ლეგანესთან" ჩასატარებელ მატჩამდე, რომელიც შაბათს, ადგილობრივი დროით 13 საათზე, დაიწყება. ლუის ენრიკემ სწორედ შეხვედრის დაწყების დროზე გააკეთა კომენტარი. "ჩვენ უნდა მოვერგოთ განრიგს, რომელიც ორივე გუნდისთვის საერთოა. ვეძებთ არა გასამართლებელ მიზეზებს, არამედ შედეგებს."
როგორც ჩანს, ჟურნალისტები ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხით. კითხვაზე, მოწონს თუ არა პირველ საათზე თამაში, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პასუხი შაბათს 15 საათზე ეცოდინება. მისი აზრით, შეხვედრის დაწყების დრო ჩვეულებრივია. "უცნაური მაშინ იქნებოდა, ჩვენ რომ პირველზე გვეთამაშა, მეტოქეს კი სამზე."
მწვრთნელმა ასევე განიხილა შემდეგი თემები:
გუნდის მიზანი
"ჩვენი მიზანი უცვლელია. ყოველთვის გამარჯვება გვსურს."
ესმით თუ არა სუარესს, მესისა და ნეიმარს, რომ დრო და დრო დასვენება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია
"ყველამ ვიცით, რომ 60-ზე მეტი მატჩის შეუცვლელად ჩატარება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შეუძლებელია."
"ლეგანესი"
"დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქე ორგანიზაებულია და თავს კარგად იცავს. არავითარ შემთხვევაში არ იქნება მარტივი დაპირისპირება."
3 ქულიანი ჩამორჩენა
"გასულ სეზონში ვნახეთ, რომ 3 ქულიანი ჩამორჩენის შემცირება ადვიალად შეიძლება. ახლა ტიტულისთვის არ ვთამაშობთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]