პელე: „მესი - საუკეთესო ფეხბურთელია, რონალდუ - ისევე, როგორც რონალდო, მხოლოდ გოლებს იტანს“
წარსულში ცნობილმა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ განაცხადა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს, ლიონელ მესის მსოფლიოში საუკეთესოდ თვლის. იტყობინება, beIN Sports.
"შესაძლებელი იყო დაგესახელებინა რამოდენიმე სახელი, რამოდენიმე მოთამაშე, მაგრამ რა მოხდა ბოლო 10-15 წელიწადში? ჩემი აზრით, მესი განსაკუთრებულად სტაბილური იყო მთელი ამ წლების მანძილზე, ეს ეჭვგარეშეა. არის კარგი მოთამაშეებიც, მაგრამ მესი ყველაზე მაღლა დგას.
რონალდუ ძალიან განსხვავდება არგენტინელისგან. მესი თამაშის ორგანიზებას ახდენს და თავად გააქვს გოლები, რონალდუს კი მხოლოდ გოლი გააქვს - ისევე, როგორც რონალდოს ბრაზილიიდან.
რონალდუ, ეჭვგარეშე შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ, როგორც მოთამაშე - მესი საუკეთესოა." - განაცხადა, პელემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]