კატალონიაში კრუიფის სახელობის ქუჩა გაიხსნა

კატალონიაში კრუიფის სახელობის ქუჩა გაიხსნა

პატარა კატალონიურ სოფელში - ვალფოგონა დე რიუკორბში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის სახელობის ქუჩა გაიხსნა. 

კრუიფის სახელობის ქუჩა ბარსელონასგან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქუჩის გახსნის იდეა სოფლის მერის, ფრანსესკ ლოვეტ ალბარედას დაებადა. 

შეგახსენებთ, რომ კრუიფი "ბარსელონას" ღირსებას 1973-1978 წლებში იცავდა, 1988-1996 წლებში კი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ფეხბურთელის ამპლუაში მან "ბლაუგრანასთან" ერთად ორი ტიტული მოიგო, ხოლო მწვრთნელის ამპლუაში - 11. 

კრუიფი მიმდინარე წლის 24 მარტს, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    კატოლონიური სული
    სტუმარი [?]
    #4 20 სექტემბერი 2016 16:30
    1
    მე პირადად ნოუკამპს დავარქმევდი კრუიფის სქხელს. Johan Cruyfe Stadium
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 სექტემბერი 2016 11:59
    1
    რა საღოლ.. ამას იმსახურებს მარტო კრუიფიი რომ სოფელში გაიხსნას ბარსელონადან 115 კილომეტრშიი? ძაან კარგიაა ეს სიახლეე მაგრამ რტო ბარსელონაში არ არქმევენ? ამხელა ლეგენდა კაციი..ბარსელონასთვის მასზე მეტი როგორც ადამიანს მთლიანად არვის გაუკეთებიაა..ტიპი ამ კლუბით ცოცხლობდა.. და კბილებით იცავდა ყოველთვის. მეტი დაფასება კრუიფს
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #2 20 სექტემბერი 2016 09:01
    0
    საღოლ, აი ასე უნდა ლეგენდა არ უნდა დაიკარგოს.
    zuka-j
    სტუმარი [?]
    #1 20 სექტემბერი 2016 01:52
    0
    Xart vinme?

    Imsaxurebs legenda