Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-10 გათამაშების შედეგები
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-10 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა. აქედან ერთი, 9-ქულიანი კითხვა, დაშვებული ფაქტობრივი შეცდომის გამო მოიხსნა.
დარჩენილ ცხრავე კითხვას სწორი პასუხი მხოლოდ ორმა ადამიანმა გასცა. ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით Hovik, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელი კლუბიდან გადმოვიდა "ბარსელონაში" ივან რაკიტიჩი? - სევილია
2. რომელი ნომრით თამაშობდა ჰენრიკ ლარსონი "ბარსელონაში" - 7
3. ვინ იყო ფრანკ რაიკარდის ასისტენტი "ბარსელონაში" მუშაობის პირველ წლებში? - ჰენკ ტენ კატე
4. რამდენი ტიტული მოიგო "ბარსელონამ" 1998/99 წლების სეზონში? – 1
5. რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" უეფას თასის 2003/04 წლების გათამაშებიდან? - სელტიკი
6. რამდენი ტიტული მოიგო რივალდომ "ბარსელონასთან" ერთად? – 4
7. რომელ წელს შედგა რამონ გუზმანის დებიუტი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე? – 1941
8. რამდენი ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ბარსელონამ" 2010/11 წლების სეზონში? – 62
9. რამდენი მატჩი დასჭირდა ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე 71 გოლის გასატანად და რაულ გონსალელის რეკორდის დასამხობად? – 91 (კითხვა მოიხსნა)
10. რა ორასოიანი მეტსახელი ჰქონდა "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს, ელენიო ერერას? – HH
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
Hovik – 46
cosanostra – 46
Lucho – 44
Barca_MNS – 40
Dimitrijincharadze – 38
alen halilovic – 38
Writer - 38
gogla – 38
mirooo – 28
Dinho – 28
ვიქტორინის მე-11 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 3 ოქტომბერს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 7 ]