არდა: "ლუის ენრიკემ მითხრა, რომ გამოვსულიყავი და შემეტია"
გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" გერმანიაში გლადბახის "ბორუსია" დაამარცხა და მორიგ 3 ქულას დაეუფლა. "ლურჯ-ბროწეულისფრები" 0:1 მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოიგეს.
გუშინდელ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა არდა თურანმა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
"ლუის ენრიკე მოვიდა ჩემთან და მითხრა: "არდა, ჩვენ გოლი გვჭირდება, მეტად შეუტიე და მეტოქე შეავიწროვე."
მე გუნდისთვის ვშრომობ და ყოველთვის ასე გავაგრძელებ.
რთული მატჩის იყო, მაგრამ საბედნიეროდ მეორე ტაიმი საუცხოო გამოგვივიდა. მეტოქემ ნამდვილად კარგი ფეხბურთი აჩვენა, თუმცა ჩვენმა გოლებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა." - აცხადებს არდა თურანი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]