"ბორუსია პარკზე" გერმანელები ტერ შტეგენს თბილად დახვდნენ
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაუპირისპირდა კლუბს, რომელშიც 18 წელი გაატარა.
ტერ შტეგენის "ბორუსია პარკზე" დაბრუნება მართლაც კარგი გამოვიდა. "მიონხენგლადბახის" გულშემატკივრები მას გულთბილად დახვდნენ და ტაშით აცილებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" 4 წლის ასაკიდან თამაშობდა, 2014 წელს, როდესაც იგი 22 წლის იყო, კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდა და დღეს იგი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის პირველი მეკარეა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]