"ბარსელონამ" "სელტასთან" მატჩისთვის მზადება დაიწყო
კატალონიის "ბარსელონამ" ვარჯიში განაახლა. პირველი გუნდის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული არცთუ იოლი მატჩის შემდეგ, მწვრთნელის მითითებით, ხუთშაბათს დაისვენეს, ხოლო პარასკევს დილით უკვე დაიწყეს "სელტასთან" მატჩისთვის მზადება, რომელიც 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.
მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" რთულად მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, გუნდი ლა ლიგაზე უნდა გადაერთოს. კვირას ფეხბურთელები "ბალაიდოსზე" ზედიზედ მესამე გასვლით მატჩს ჩაატარებენ. რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა მათ ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს.
პირველ გუნდთან ერთად "ბარსა ბ"-ს 4-მა ფეხბურთელმაც ივარჯიშა. "სიუტატ ესპორტივოზე" დღეს გუმბაუმ, აბელედომ, პაიკმა და ლოპესმაც ივარჯიშეს.
მატჩამდე გუნდი ხვალ დილით კიდევ ერთ სავარჯიშო სესიას გამართავს, რასაც მოყვება ლუის ენრიკეს წინასამატჩო პრესკონფერენცია, რის შემდეგაც გუნდი ვიგოში გაემგზავრება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]