პიკე-უმტიტი: საუკეთესო ტანდემი დაცვის ცენტრში?

პიკე-უმტიტი: საუკეთესო ტანდემი დაცვის ცენტრში?

"ბალაიდოსზე" გაშვებული 4 გოლის შემდეგ, ყურადღებას,  კიდევ ერთხელ, "ბარსელონას" დაცვაზე გავამახვილებთ. "სელტასთან" დაცვა საშინლად გამოიყურებოდა, ამაზე ეჭვები არ არსებობს, ამას პირველ ნახევარში გაშვებული 3 გოლიც მოწმობს.

"ბარსელონაში" ფიგურირებს ერთი სახელი, რომელიც შეუცვლელია ეს არის ჟერარ პიკე, რომელსაც "პიკენბაუერს" ეძახიან. ის აჩვენებს ლიდერის და კაპიტნის თვისებებს, მან გაიტანა ორი გოლი (კინაღამ სამიც), გუნდს დაუბრუნა მუხტი იმისა, რომ ბოლომდე ებრძოლა და "ბარსამ" კინაღამ ქულა მოიპოვა. ფაქტია, რომ პიკე სერიოზული ძალაა, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში.

პიკეს, ამ სეზონში ძალიან ნიჭიერი და ამავე დროს, კარგი მეწყვილე გამოუჩნდა. ეს, სამუელ უმტიტია. "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი იდეალურად ავსებს დაცვის ხაზს, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს. ამ სეზონზე, "ბარსელონამ" დაცვაში, როცა პიკე-უმტიტის წყვილით დაიწყო, გუნდმა ყოველთვის მოიგო. ეს 4-ჯერ მოხდა - "ატლეტიკის", "ბეტისის", "სელტიკისა" და "ლეგანესის" წინააღმდეგ. 4 თამაში, 4 მოგება.

ახლა უმტიტის დაზიანება აქვს, თუმცა ის უკვე უბრუნდება გუნდს, მან უკვე ვარჯიში ჩაატარა, წინ სანაკრებო პაუზაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმტიტი დაისვენებს და ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი კარგად ითამაშებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #3 4 ოქტომბერი 2016 16:25
    0
    პიკე უმტიტი უნდა იყო ძირიტადში აუცილებლად
    Mebebiailikodailarioni
    სტუმარი [?]
    #2 4 ოქტომბერი 2016 14:30
    0
    dagvibrundi da isev mogvagebine
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2016 00:31
    0
    ეჰ, ამის ტრამვამ მაგარი ცუდათ იმოქმედა, ატლეტიკოსთან მაინტერესებდა რას იზვდა, მაგრამ არაუშავრს ჯერ კიდევ წინ არის მნიშვნელოვანი თამაშები იმედი მაქვს ფორმსსი იქნება და მოგვიხსნის დაცვის პრობლემას მე მჯერა და მეიმედება მისი