"ბარსელონა" ტერ შტეგენს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"სელტასთან" მატჩში დაშვებული უპატიებელი შეცდომის მიუხედავად, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნდობას უცხადებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს და უახლოეს მომავალში მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, იტყობინება გამოცემა Sport.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გერმანელი მზადაა ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. როგორც იცით მისი მიმდინარე ხელშეკრულება "ბლაუგრანასთან" 2019 წლამდეა ვადაში.
ტერ შტეგენის ახალი კონტრაქტი 2021 წლამდე იქნება გათვლილი. თავისთავად გაიზრდება ანაზღაურებაც. "ბარსელონა" აპირებს გამოსასყიდი თანხის აწევასაც, რომელიც ამჟამად 80 მილიონ ევროს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]