ჩავი "ოქროს ბურთის" ფავორიტად რონალდუს მიიჩნევს
ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ 2015-16 წლების სეზონზე მიღწეული უმნიშვნელოვანესი გამარჯვებების გამო, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია.
გასულ თვეში "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ფეხბურთის რეალური მოყვარულებისთვის მესი რონალდუზე მაღლა დგას, რითიც პორტუგალიელის პროვოცირება მოახდინა. სამეფო კლუბის შემტევი ჩავის ამ კომენტარს უხეშად გამოეხმაურა და პუბლიკას შეახსენა, რომ ერნანდესს არასოდეს არ მოუგია "ოქროს ბურთი".
მიუხედავად ამისა, ჩავიმ თავის მორიგ ინტერვიუში პორტუგალიელი "ოქროს ბურთის" მთავარ კანდიდატად დაასახელა.
"რონალდუს აქვს ის აუცილებელი ტიტულები, რომლებიც მიმდინარე წელს "ოქროს ბურთის" მოგებისთვისაა საჭირო. ის ფავორიტია, რადგან მან ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო". - განაცხადა ჩავიმ.
"ყველაფრის მიუხედავად, რონალდუს გარანტირებული არაფერი აქვს, რადგან მისმა კონკურენტმა ლიონელ მესიმ არანაკლები შედეგი აჩვენა გასულ სეზონში. არგენტინელი პორტუგალიელს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]