თურანი და არა ალკასერი
"ბარსელონამ", გასულ ზაფხულში, "ვალენსიადან" პაკო ალკასერი შეიძინა. ესპანელი ფეხბურთელი, MSN-ის შემდეგ, ლუის ენრიკესთვის, მე-4 შემტევი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ როლს არა ალკასერი, არამედ თურქი უნივერსალი, არდა თურანი ითავსებს.
29 წლის ფეხბურთელმა, სეზონის სტარტზე, ნეიმარის დანაკლისი იდეალურად შეავსო, ხოლო ლიონელ მესის ტრავმის შემდეგ, არგენტინელის შემცვლელადაც ის მოგვევლინა.
თურქმა ფეხბურთლმა, რომლის კატალონიური კარიერა არცთუ კარგად დაიწყო, მიმდინარე სეზონში, უკვე 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც MSN-ის შედეგის შემდეგ გუნდში საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ ჩატარებული 11 თამაშიდან "ბარსას" პირველი გოლი 3-ჯერ სწორედ თურანმა გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]