ვილია: "მესი ყველა დროის საუკეთესოა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების, "ვალენსიასა" და კატალონიის "ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის პარალელი გაავლო. "ბლაუგრანას" ყოფილმა შვიდიანმა განაცხადა, რომ არგენტინელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ნომერ პირველია.
"კრიშტიანუ რონალდუს დიდებულება უნდა დავაფასოთ. თვალთმაქცი ვიქნებოდი, ეს რომ არ გამეკეთებინა. ყველას თავისი შეხედულება აქვს".
"მე ყველას რეალურად ვაფასებ, არავის პროფესიონალიზმში არ მეპარება ეჭვი, რადგან ისინი ჩემი კოლეგები არიან. ვფიქრობ, რომ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა." - ციტირებს ვილიას სიტყვებს Cadena Ser.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]