ალბა 10 დღეს იუქმებს
სამედიცინო ტესტებმა აჩვენა, რომ "ბარსელონას" მარცხენა მცველს, ხორდი ალბას მარცხენა ბარძაყი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის 10 დღეს იუქმებს.
ალბამ ტრავმა გუშინდელ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (იტალია - ესპანეთი 1:1) მიიღო. ესპანელი პირველ ტაიმში დაშავდა და 22-ე წუთზე ნაჩომ შეცვალა.
ხორდი ალბამ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 8 მატჩი ჩაატარა. მან მხოლოდ "სევილიასთან" (ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი), "ალავესთან" და "სპორტინგთან" (ლა ლიგა) მატჩები გამოტოვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]