ბატისტინი: "ალეიშ ვიდალს იტალიური კლუბები პატივს სცემენ"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, ალეიშ ვიდალის აგენტი, გრაციანო ბატისტინი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელს რომელიმე ძლიერ იტალიურ გუნდში შეუძლია გადასვლა. 27 წლის ესპანელი "ბლაუგრანას" გასულ სეზონზე შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, რის გამოც შესაძლოა ალეიშმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგები ახლო მომავალში დატოვოს.
"ვიდალი მაღალი დონის ფეხბურთელია. ეს უტოპია არ იქნება, თუ მას რომელიმე ძლიერ იტალიურ გუნდში წარმოვიდგენთ.
"ბარსელონაში" პრობლემები აქვს, რის გამოც სავარაუდოდ ვიდალი კლუბს გამოიცვლის. ის ძლიერი იტალიური გუნდების მიერ პატივცემული მოთამაშეა." - განაცხადა ბატისტინიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]