ლოპეტეგი: "ინიესტა დიდებული მოთამაშეა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მიიჩნევს, რომ გუნდის ინტერესები ყველაზე მაღლა დგას.
"ფურია როხას" ახალმა თავკაცმა ეს მოსაზრება დააფიქსირა მაშინ, როცა ჰკითხეს, თუ რა როლი ჰქონდა კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულ ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას ნაკრებში.
"ინიესტა დიდებული მოთამაშეა, მაგრამ ესპანეთს გუნდური თამაში ჭირდება. ძლიერი გუნდების ფორმირება დიდებული მოთამაშეების წყალობით ხდება." - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]