ლუის ენრიკე - დამატებითი მოთამაშე ვარჯიშზე
ლუის ენრიკე სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც გუნდის გაუმჯობესებისთვის არანაირ შანსს არ უშვებს ხელიდან. ყოველთვის ცდილობს, გუნდი უკეთესი გახადოს - თამაშამდე, თამაშის შემდეგ თუ უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას. მისი ხასიათი და ყოფილი ფეხბურთელობა მის მიერ გამართულ ყველა სავარჯიშო სესიაში ჩანს.
კატალონიელთა მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, ვარჯიში მაქსიმალურად აქტიური და დატვირთული გამოვიდეს, თუმცა ცხადია არც იმდენად, რომ გუნდი გადაიღალოს.
მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა და ყველა ქვეყნის ჩემპიონატი ისვენებს, ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, მაინც მოეწვია "სიუტატ ესპორტივაზე" "ბარსელონას" ფეხბურთელები.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მუდმივად აქტიურია, როგორც ვარჯიშებზე, ასევე უშუალოდ მატჩის დროს. იგი მუდმივად აძლევს თავის ფეხბურთელებს მითითებებს ჟესტებით, საუბრობს თავის მარჯვენა ხელთან, ხუან კარლოს უნსუესთან და ხშირ შემთხვევაში ბურთზეც თამაშობს, თუკი ფეხბურთელები მისი მიმართულებით მოიგერიებენ.
ენრიკეს ზემოხსენებული თვისებები კლუბის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოშიც კარგად ჩანს, სადაც ასტურიელი მუდმივად იძლევა ინსტრუქციებს, ხუმრობს და როცა საჭიროა, ფეხბურთელებს მათ შეცდომებზე მიუთითებს.
როგორც ჩანს, ლუის ენრიკე ყურადღებას პრესინგზე, ბურთის სწორად ამოტანასა და სივრცეების შექმნაზე ამახვილებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]