მესი ძირითადში - წარმატების გარანტია

მესი ძირითადში - წარმატების გარანტია

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ დაზიანება მიიღო და არგენტინის ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა, შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის.

მესის გარდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ძალიან ბევრი ძლიერი შემტევი ჰყავს, გონსალო იგუაინის, სერხიო აგუეროსა და პაულო დიბალას სახით.

როგორც ჩანს, ვარსკვლავთა ასეთი სიხშირე წარმატებული შედეგის გარანტია არგენტინისთვის არ არის. ამჟამად გუნდი აშკარად ლიონელ მესიზეა დამოკიდებული.

ნაკრების სტატისტიკა ლეოსთან ერთად და მის გარეშე საოცრად განსხვავებულია. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ ყველა იმ მატჩში, სადაც მესიმ მონაწილეობა მიიღო, არგენტინამ გამარჯვებას მიაღწია.

იმ 6 შეხვედრაში, სადაც "ბარსელონას" თავდამსხმელმა მონაწილეობა ვერ მიიღო, არგენტინამ მხოლოდ 1 მოიგო.

არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი უახლოეს 2 კვირაში გამოჯანმრთელდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 ოქტომბერი 2016 11:33
    0
    თვითონ არგენტინელები ვერ ხვდებიან მაგდენს
    Mebebiailikodailarioni
    სტუმარი [?]
    #5 8 ოქტომბერი 2016 09:02
    0
    messi dabrundi
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 ოქტომბერი 2016 01:56
    0
    მესი შეუცვლელია როგორც ნაკრებში ისე ბარსაში.
    misho-gogsi
    სტუმარი [?]
    #3 7 ოქტომბერი 2016 23:37
    0
    მესი რომ არ იყოს ჯგუფში ჩარჩებიან უეჭველი
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2016 23:06
    0
    მესი რრა ფეხბურთელია რაშI ეხმარება ვაფშე გუნდს კაცო :(((( რა ფინალამდე მიყვანა იქ ვერ აკეთებს ვერაფერს :(( ტიპები ჯგუფიდან ვერ გავლიან მესის გარეშე
    msn vs bbc memgoni msn
    სტუმარი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2016 22:55
    0
    უკომენტაროდ