ნეიმარის ახალი ფოტო Snapchat-ზე
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, ბოლივიასთან მიღებული მეორე ყვითელის გამო ნაკრების შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს და იგი უკვე ბარსელონაში ბრუნდება.
ბრაზილიელმა მატჩში 1 გოლის გატანა და 2 ასისტის გაკეთება მოახერხა, თუმცა 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი და შესაბამისად 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ნეიმარი ხალისს არ კარგავს. მან ფოტო ატვირთა Snapchat-ზე საკუთარ მამასთან ერთად, რომელშიც ის ბარსელონასკენ მიმავალ თვითმფრინავში ზის. ასევე სასიხარულოა, რომ ნეიმარის ტრავმა არც ისეთი საშინელი აღმოჩნდა, როგორიც ჩანდა. ფოტოზე ხედავთ, რომ ნეიმარს წარბი აქვს გახეთქილი და ალბათ გუნდთან ერთად მომზადებაში ხელს არ შეუშლია. (იგი 68 წუთზე სწორედ იმიტომ შეცვალა ვილიანმა, რომ მეტოქის მიერ იდაყვის მორტყმის შემდეგ ნეიმარს სისხლდენა ვერ შეუჩერეს).
ასე რომ, მესის, რომელმაც დღეს ასევე ივარჯიშა, მალე ნეიმარიც შეუერთდება და ფლანგის შემტევების დუეტი სხვებთან შედარებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოემზადება 15 ოქტომბერს "დეპორტივოსთან" გასამართი მატჩისთვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]