ლიონელ მესის ახალი ბუცები აქვს
ცნობილმა სპორტულმა ფირმამ, ადიდასმა არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის ახალი ბუცები დაუმზადა, სახელად 10/10.
ბუცები კოლექტორის გამოცემაა. დამზადებულია 100 ნაღდი პროდუქტი, ზუსტად ლიონელ მესის ფეხის ზომის მიხედვით (8.5 ამერიკული საზომით, 42 ევროპულით). ის მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში გაიყიდება.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე ადიდასის ოფიციალურ საიტზეც შემოვა გაყიდვაში.
ლიონელ მესის ახალ ბუცებს განვითარებული ტექნოლოგია აქვს, რომელიც ფეხბურთელის კომფორტს უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, შემცირებულია ფეხსაცმელის სიმძიმე.
ადიდასის ბუცები რომელიც, კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ათიანისთვისაა დამზადებული, მეათე თვის ათ რიცხვში შემოვა გაყიდვაში, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც.
ადიდასი ანალოგიურის გაკეთებას 2017 წლის 10 ოქტომბერსაც გეგმავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]