დემბელე: "ოდესმე "ბარსელონაში" ვითამაშებ"
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონაში" თამაშს აპირებს.
"ახლა დადებით პასუხს ვერ გაგცემთ. ყოველ მატჩში მონაწილეობას მივიღებ, ვეცდები განვვითარდე. ოდესმე "ბარსელონაში" ვითამაშებ." - განაცხადა დემბელემ.
ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელმა კატალონიის "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს უთხრა მაშინ, როცა "რენში" გამოდიოდა.
დემბელეს კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2021 წლამდეა გათვლილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]