"სიტის" "ბარსელონასთან" ბაკარი სანია დააკლდება
მტრის ბანაკში ცუდი სიახლეებია! "მანჩესტერ სიტის" მცველმა, ბაკარი სანიამ გუშინდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე კვირას იუქმებს. შესაბამისად ფეხბურთელი 19 ოქტომბერს, "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.
"ბაკარი სანია საფრანგეთსა და ჰოლანდიას შორის გამართულ მატჩში დაზიანდა, ის რამდენიმე კვირას იუქმებს და ნოემბერში დაბრუნდება." - წერს "ქალაქელების" ოფიციალური საიტი.
კატალონიის "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაში და ალბათ მთელი ამ დროის განმავლობაში, ფრანგ მცველს პაბლო საბალეტა შეცვლის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]