ვიდალი "ბარსელონადან" წასვლასთან ახლოსაა
კატალონიის "ბარსელონას" უნივერსალმა ფეხბურთელმა, ალეიშ ვიდალმა, შესაძლოა, 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი გამოიცვალოს.
ორშაბათს "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი, რობერტო ფერნანდესი ანდორაში ვიდალის აგენტს შეხვდა და მათ ფეხბურთელის შესაძლო წავლასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ალეიშ ვიდალმა "ბარსელონას" დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლუის ენრიკემ იგი "ლეგანესთან" მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასტურიელი სპეციალისტი "დეპორტივოსთან" მატჩში მარჯვენა მცველის პოზიციაზე სამუელ უმტიტის დაყენებას აპირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]