დღევანდელი სავარჯიშო სესია

დღევანდელი სავარჯიშო სესია

ეროვნული ნაკრებებიდან "ბარსელონაში" ფეხბურთელები ბრუნდებიან.

დღეს "სიუტატ ესპორტივას" ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს ლეო მესიმ და სამუელ უმტიტიმ, რომლებსაც ექიმებისგან თამაშის უფლება ჯერ არ მიუღიათ.

გუნდს ასევე დაუბრუნდნენ ესპანელები - ინიესტა, პიკე, ბუსკეტსი და დენის სუარესი.

სავარჯიშო სესიაზე გამოცხადნენ ანდრე გომეში და ლუკას დინი. პორტუგალიელი თანამემამულეებთან ერთად ფარერის კუნძულებზე იმყოფებოდა, დინი კი საფრანგეთის ნაკრების სათადარიგო შემადგენლობაში იყო ჰოლანდიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში.

პირველ გუნდს შეუერთდნენ "ბარსა ბ"-ს მოთამაშეები - ვარო, ნილი, მოისესი, მარლონი, მუხიკა და კაპტუმი.

"ბარსელონა" "დეპორტივოსთან" გასამართი საშინაო შეხვედრისთვის ემზადება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ACHI CH
    სტუმარი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2016 20:13
    0
    ლეოს თავი შავთეთრი ნაყინივითააა joy joy
    leonella
    სტუმარი [?]
    #3 12 ოქტომბერი 2016 15:32
    0
    დიდიალბათობით მესსი ითამაშებს ორშაბათიდან მოყოლებული სრული დატვირთვით ვარჯიშობს როგორმინდა წელს ბომბარდირი გახდეს ლალიგის თუარა ჩემპიონთალიგის მაინც დიდიხანია ამ ორ ჩემპიონატში არგამხდარა ბომბარდირი heart_eyes და თან ამან თუ გოლებზე ითამაშააა მერე საერთოდ ვინდაგვამარცხებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ოქტომბერი 2016 15:04
    0
    ეს ყველააფერი კი, მაგრამ არგენტინამ სახლში როგორ წააგო? ისე არ ქნან, მსოფლიოს მიღმა დარჩნენ :(
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Leo 10
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2016 14:49
    0
    Kargia midit bichebi <3 agarunda davkargot qulebi...