სუარესის დედა: "დიდხანს ვტიროდი, როცა გავიგე, რომ ის ჰოლანდიაში მიფრინავდა"
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლუის სუარესის დედამ, სანდრა დიასმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეეგუა ის თავისი ვაჟის ევროპაში გამგზავრებას.
"ერთხელ მას დავურეკე და მითხრა, რომ ჰოლანდიელებთან შეხვედრას აპირებდა. ვერ დავიჯერე, მეგონა, რომ მატყუებდა, რადგან ძალიან ხშირად ხუმრობდა. სწორედ ამიტომაც მისი სიტყვები არასერიოზულად აღვიქვი. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჩემი ქალიშვილი მშობიარობდა, ლუისმა დამირეკა და მითხრა, რომ ორშაბათს ჰოლანდიაში მიფრინავდა. აი ასე. სახლში რომ მივედი დიდხანს ვტიროდი. ის ხომ ჯერ 19 წლის იყო." - განაცხადა სანდრამ.
2006 წელს ლუის სუარესი "ნასიონალიდან" "გრონინგენში" გადავიდა. "აიაქსისა" და "ლივერპულის" რიგებში თამაშის შემდეგ, ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონას" შეუერთდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]