რონალდინიო: "მესიმ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი"
ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი კრიშტიანო რონალდუა, მაგრამ "ბარსელონას" ლეგენდა რონალდინიო მიიჩნევს, რომ ლეო მესი უნდა დასახელდეს საუკეთესო ფეხბურთელად.
"ყველა მოთამაშე კარგად გაისარჯა. არჩევა რთულია, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მე მესის ვუჭერ მხარს. მიხარია, რომ ის ბედნიერია. ის დაბრუნდა არგენტინის ნაკრებში და თუ ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია, მაშინ მეც მიხარია, რადგან მისი მეგობარი ვარ."
ისტორიაში საუკეთესოს თვალსაზრისით, რონალდინიო მხოლოდ 2 ლეგენდარულ მოთამაშეს ასახელებს.
"მე მხოლოდ და მხოლოდ მარადონასა და პელეს ვხედავ საფეხბურთო ისტორიაში. მსოფლიო ფეხბურთის დიდებული ფეხბურთელები იყვნენ."
ბრაზილიელმა თავისი თანამემამულე ნეიმარიც შეაქო.
"ნეიმარი ჩემი მეგობარია. ის ისტორიას წერს იმ კლუბში, რომელშიც მეც იგივე გავაკეთე. ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება. როდესაც ნეიმარის, ინიესტასა და მესის მიღწევებს ვხედავ, გული სიხარულით მევსებე."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]