"ბარსა" ინიესტას კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩენას შესთავაზებს
კატალონიის "ბარსელონა" აპირებს გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი და ლეგენდა ანდრეს ინიესტა კლუბში საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც დაიტოვოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა", ინიესტას მიერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, კლუბის ელჩობას, ბავშვების მწვრთნელობას ან პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტობას შესთავაზებს.
ინიესტას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ის 34 წლის იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს მიმდინარე სეზონში გამართავენ და ინიესტა გადაწყვეტს, რა ურჩევნია მას - თამაშის გაგრძელება, თუ კარიერის დასრულება და კლუბში მუშაობის სხვა როლში დაწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]