ენრიკე: "ადამიანების მიმართ ნდობა არასოდეს არ დამიკარგავს"
ლუის ენრიკე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში (ტელევიზია, საკონფერენციო დარბაზი) "ბარსელონას" სამუშაო სქემაზე არ საუბრობს. ჟურნალისტებს მან ვრცელი და ჩამოყალიბებული პასუხი გასცა, ტაქტიკური ანალიზის მედიაში გავრცელების შესახებ.
"ბორუსიასთან" მატჩის ტაქტიკური ანალიზი პრესაში გავრცელდა. გამოდის, რომ დოკუმენტები სათანადო სიფრთხილით არ იყო შენახული ან "ბარსელონაში" გამცემია, რომელიც ჟურნალისტებს ინფორმაციას გადასცემს.
"განვითარებული მოვლენები სიტუაციამ მოიტანა. რამდენიმე ტაქტიკური ინფორმაციის გავრცელება, უბრალოდ უიღბლობაა, სხვა არაფერი.
მრავალწლიანი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ადამიანების მიმართ ნდობა არასოდეს დამიკარგავს.
ასეთი რაღაცებზე დროის დაკარგვა არ ღირს, ეს ხდება ხოლმე, ამას ვერ გავაკონტროლებთ. ყველას გინახავთ თუ როგორ ცვლის ინფორმაციას ზოგიერთი მედია, შესაბამისად მე დავას არ დავიწყებ. ვინც მიცნობს, იცის თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი." - განაცხადა ენრიკემ.
ასტურიელმა სპეციალისტმა ჟერარ პიკეზეც ისაუბრა. კატალონიელმა მცველმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და "ბარსელონას" პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა.
"ჟერარმა სათქმელი სათანადოდ გადმოსცა, ბევრს ვერაფერს გეტყვით. პიკე შეეჩვია მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების მოგროვებას, მან კარგად ახსნა განვითარებული მოვლენები.
მას შეუძლია "ბარსელონაში" ნებისმიერი პოზიცია დაიკავოს, მაგრამ მოცემულ მომენტში პიკე ფეხბურთელია. ის ჩემი სქემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
პიკეს შეუძლია დიდებული მწვრთნელი ან პრეზიდენტი გახდეს, რადგან "ბარსას" დიდი გულშემატკივარია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]