რაკიტიჩმა აქციაში მონაწილეობა მიიღო

რაკიტიჩმა აქციაში მონაწილეობა მიიღო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სარძევე ჯირკვლების კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხებოდა. ხორვატმა ფეხბურთელმა ვარდისფერი მაისურით გაიარა ფოტოსესია. ვარდისფერი ამ დაავადების წინააღმდეგ მებრძოლთა სიმბოლოა.

"სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადებულმა ქალებმა, ჩვენი მხარდაჭერა უნდა იგრძნონ. უნდა ესმოდეთ, რომ მარტო არ არიან. რა თქმა უნდა, "ვარდისფრებს" შევუერთდი. მსმენია ამ სენის შესახებ. მამაკაცებს არ შეუძლიათ მასთან ყოველდღიურად ბრძოლა." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Sport.es

ამ აქციაში მონაწილეობას "ბარსელონაც" ღებულობს. 19 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-3 ტურის მატჩში, "სიტის" წინააღმდეგ, გულშემატკივრებსა და კლუბის პარტნიორებს ვარდისფერი სამკლაურის მორგება შეეძლებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2016 19:38
    0
    xoo kii
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2016 18:02
    0
    გეთანხმები