დამაჯერებელი მოგება და გოლით დაბრუნებული მესი

დამაჯერებელი მოგება და გოლით დაბრუნებული მესი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში, "ბარსელონასა" და "დეპორტივოს" შორის გამართულ შეხვედრაში, ყველაფერი კატალონიური გუნდის სასრგებლოდ წარიმართა. ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, ხოლო ახლადგამოჯანმრთელებულმა ლიონელ მესიმ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. უარყოფითი მოვლენებიდან ერთადერთი იმის გამორჩევა შეიძლება, რომ კვლავ არ უმართლებს პაკო ალკასერს, რომელმაც "ბარსას" მაისურით სადებიუტო გოლის გატანას ვერაფრით ახერხებს.

"დეპორტივოსთან" შეხვედრაში "ბარსელონას" ამოცანა ძალების დაზოგვით მოგება იყო, რადგან კატალონიელებს, რამდენიმე დღეში, "მანჩესტერ სიტისთან" რთული თამაში ელით. ლუის ენრიკეს გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია.

"ბარსას" იოლი 3 ქულის აღება რაფინიამ გაუმარტივა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. ასევე პირველ ნახევარში, თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა, ხოლო შეხვედრაში წერტილი ლეო მესიმ დასვა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა და რომელიც თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო.

იმის გამო, რომ შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, ლუის ენრიკემ ლუის სუარესის დასვენება გადაწყვიტა - ასტურიელმა ურუგვაელი შესვენებაზე გამოცვალა. მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ალკასერმა კი კვლავ არაერთი შანსი გააფუჭა.

დასვენების შანსი მიეცა ანდრეს ინიესტასაც, რომელმაც მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. გუნდის კაპიტანმა ძალები "სიტისთვის" შეინახა.

თავი გატანილი გოლით ვერ გამოიჩინა ნეიმარმა, მაგრამ ბრაზილიელმა შემტევმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 2 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #6 16 ოქტომბერი 2016 15:08
    0
    მაგარია ბიჭებო ასე გააგრძელეთ ახლა მთავარი სიტისთან მატჩია
    Madridista_Paqso
    სტუმარი [?]
    #5 16 ოქტომბერი 2016 11:13
    0
    ყველამ დამაჯერებლად მოიგო რეამლაც ბარსამაც და ატლემაც, რაფინია ტქვენტან , ისკო ჩვენთან საუკეთესოები :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ოქტომბერი 2016 23:44
    0
    ისე კი ვიფიქრე ვიდალს ათამაშებსთქო მარა თურმე განაცხადშიც არ შეუყვანია იტოკში ტაკოსკენ აქ საქმე ვიდალს.
    misho-gogsi
    სტუმარი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2016 23:29
    0
    მეფე დაბრუნდა
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2016 22:57
    0
    აბა შენ იცი მესი არავინ არ დაინდო
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2016 21:59
    0
    წელს ტრიპლეტი გვინდა რა და გავაჩუმოთ ეს მადრიდისტები და მოვუგოთ 3 დეკემბერს ბოლოს და ბოლოს, პეპემ რო თქვა : ბარსელონელები ჩვენ რას დაგვცინიან, მაგათზე წინ ვართ სატურნირო ცხრილშიო, მალე აღარ იქნებით :დდდ