ფერნანდესი: "ალეიშ ვიდალს კვლავ ვენდობით"
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა გუნდის მარჯვენა მცველზე, ალეიშ ვიდალზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც კატალონიელი მატჩის განაცხადს მიღმა ზედიზედ მეშვიდედ დარჩა.
"მწვრთნელმა გარკვევით განაცხადა, რომ სიტუაციის შესაცვლელად დრო არის. ზაფხულში, როდესაც ვიდალის გარშემო არაერთი ჭორი გავრცელდა, ფეხბურთელს მეც ვესაუბრე და მწვრთნელიც. ჩვენ ვთქვით, რომ სერჟი რობერტოსა და ალეიშ ვიდალს ვენდობით. დღესაც ამ აზრზე ვრჩებით. ვიდალი არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და იმედი გვაქვს, ასეც მოხდება." - განაცხადა ფერნანდესმა.
ალეიშ ვიდალი "დეპორტივოსთან" მატჩის განაცხადს მიღმა იმის მიუხედავად დარჩა, რომ გუნდის მთავარი მარჯვენა მცველი სერჟი რობერტო ტრავმირებულია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]