რაკიტიჩი: „წინ რთული მატჩი გველის“
"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "დეპორტივოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ივან რაკიტიჩმა.
"სრულყოფილი მატჩი იყო" - განაცხადა ხორვატმა. ფეხბურთელმა "სითის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა: "მატჩისთვის ჩვეულებრივად მოვემზადებით. "სითის" კარგად ვიცნობთ და ვიცით, თუ რამდენად რთული მატჩი გველის წინ. შევეცდებით უნაკლოდ ვითამაშით, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვებას."
"ალკასერს დრო უნდა მივცეთ. აღსანიშნავია ის გარემოება რომ მას თამაშის შესაძლებლობა ეძლევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გვჯეროდეს მისი." ფეხბურთელმა ალექს ვიდალზეც ისაუბრა: "ალექსი ბევრს ვარჯიშობს. ის ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს, მეტი ვარჯიშით, მალე მწვრთნელს საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]