"მილანს" ბრაიდას დაბრუნება სურს

"მილანს" ბრაიდას დაბრუნება სურს

"მილანს" კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი წევრის გაფორმება სურს. ამჯერად საქმე ძირითად შემადგენლობას არ ეხება, საუბარია არიედო ბრაიდაზე, რომელსაც იტალიურ კლუბთან ძალიან წარმატებული კარიერა აკავშირებს.

ბრაიდა ამჟამად "ბარსელონას" საერთაშორისო ფეხბურთის დირექტორია, ის "მილანში" ითვლება ადამიანად, რომელიც იტალიურ კლუბს წინსვლაში დაეხმარება. "როსონერის" ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ შტაბი დატოვა, შესაბამისად ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს.

"მილანი" ლეონარდოსა და არიედო ბრაიდას კანდიდატურას განიხილავს. "Tuttosport" იტყობინება, რომ ამჟამად მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ბრაიდა "მილანში" სასარგებლო ცვლილებებით არის დაინტერესებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.