ტერ შტეგენი გულშემატკივრებს ესაუბრა
კატალონიის "ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "დეპორტივოსთან" მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებს Twitter-ის მეშვეობით ესაუბრა.
გერმანელ კიპერს ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი საუკეთესო მეგობარი გასახდელში. მან უპასუხა: "იქ ძალიან კარგი ატმოსფეროა. დიდი ოჯახივით ვართ, მაგრამ როცა ვმოგზაურობთ, რაკიტიჩთან ვჯდები."
მას სჯერა, რომ პიკე პრეზიდენტი გახდება: "ის მონდომებული და ერთგული პიროვნებაა. ეს ორი რამ ტრიუმფისთვის აუცილებელია. შეუძლებელი არაფერია".
გერმანელ მეკარეს ასევე ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა მასკერანო ოდესმე გოლის გატანას. მან გულშემატკივარს შემდეგი პასუხი გასცა: "ეს საიდუმლოა, რომელზე პასუხიც მხოლოდ ხავიერმა იცის. შესაძლოა მას ყოველ სავარჯიშო სესიაზე გააქვს, მაგრამ ხალხმა ამის შესახებ არ იცის".
მან აგრეთვე განაცხადა, რომ იან ობლაკი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და საუკეთესო მეკარეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]