ენრიკემ პაკოს მხარი დაუჭირა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში, "ბარსელონამ" "დეპორტივო" დაამარცხა. გუნდის ახალწვეულმა, პაკო ალკასერმა სადებიუტო გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ 3 რეალური მომენტი ჰქონდა. კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა "ვალენსიას" ექს-თავდამსხმელს მხარი დაუჭირა.
"თავდამსხმელებს ყოველთვის სურთ გატანა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. გუშინ პაკოს არ გაუმართლა. მიხარია, რომ სავარჯიშო სესიებზე ხშირად იჩენს თავს.
სუარესმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია. მომწონს გულშემატკივრების რეაქცია მაშინ, როცა ლუისი მომენტს აფუჭებს."
ლუის ენრიკემ ასევე ლიონელ მესის დაბრუნების თაობაზე გააკეთა კომენტარი: "ლეოს დაბრუნება წარმატებული გამოდგა, ის კარგ ფორმაშია".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]