ვალდანო: "ის, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს, მომაკვდინებელ ცოდვად არ მიმაჩნია"

ვალდანო: "ის, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს, მომაკვდინებელ ცოდვად არ მიმაჩნია"

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს მიერ "ბარსელონას" სათამაშო სტილში შეტანილი ცვლილებები საგანგაშო არაა.

"ის, რასაც ლუის ენრიკე "ბარსელონაში" აკეთებს, მომაკვდინებელ ცოდვად არ მიმაჩნია. გუნდში მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს გაჩენამ გარკვეული აქცენტების შეცვლა გამოიწვია. გვარდიოლას დროს, აქცენტი ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის ტრიოზე კეთდებოდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ლუის ენრიკემ თავის კონცეფციაზე უარი უნდა თქვას." - განაცხადა ვალდანომ.

არგენტინელმა კომენტარი ნეიმარზეც გააკეთა: "ნეიმარი უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა. ის გაბედული მოთამაშეა, რომელიც გამოწვევას იღებს და თამაშისგან სიამოვნებას ღებულობს. ნეიმარი მეტოქის კარის სიახლოვე ძალიან მწვავედ თამაშობს და ბურთთან მისი ყოველი შეხება სახიფათოა. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.