ოფიციალურად: მასკერანომ კონტრაქტი გაახანგრძლივა!

ოფიციალურად: მასკერანომ კონტრაქტი გაახანგრძლივა!

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ კატალონიის "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ვადაში 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება.

ხელმოწერა ხოსეპ მარია ბართომეუს, ჟორდი მესტრესა და რობერტო ფერნანდესის თანდასწრებით მოხდა. ბოლოს ხსენებულნი გუნდის მმართველი შტაბის ძირითადი წევრები არიან.

"ბარსელონას" კაპიტანთა ოთხეულის წევრი, კლუბს 7 წლის წინ შეუერთდა და 290 მატჩი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 17 ტიტული მოიგო.

2011 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამოკლებით, მასკერანომ "ბარსელონას" მიერ ჩატარებულ ყველა ფინალში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tikok
    სტუმარი [?]
    #3 18 ოქტომბერი 2016 22:46
    0
    კაია ჯერჯერობით გვჭირდება მასკე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ოქტომბერი 2016 19:50
    0
    17 ტიტული ისე მოიგო რომ გოლი არ აქ გატანილი საღოლ ამას smile
    lukacule
    სტუმარი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2016 17:27
    0
    kaia maske, kide didxans unda iyo chventan da golsac tu gaitan kai iqneba :-D