ლურჯ-შინდისფრად შემოსილი ლა ლიგა
ანალოგიური რამ მოხდა გუშინ საღამოს,"სან მამესზე". ბლანკოსმა, "ლევანტესთან" ტანჯვა-წამებაში გაატარა 90 წუთი, გვარდიოლას გუნდმა კი კულეებს მორიგი სპორტული კონცერტი გაუმართა. მადრიდელთა უღიმღამო ფრეს, ბლაუგრანამ ბრწყინვალე გამარჯვებით უპასუხა. "ბარსელონამ" ხუთქულიანი თამაში მოიგო და რაც მთავარია, დამსახურებულად.
ესპანეთის სუპერთასზე "სევილიას" ძლევითა და "ატლეტიკოსა" და "ატლეტიკთან" ზეობით, გვარდიოლას გუნდმა ყველა დაანახა, რომ ბევრად უკეთესი კოლექტივია, ვიდრე ბლანკოსი, რომელიც პრიმერადივიზიონში ჯერ არცერთ ძლიერ გუნდს არ გადაჰყრია. "ლა ლიგა" ლურჯ-შინდისფერ ფერებშია შემოსილი და ასეც უნდა იყოს.
ყველა ფეხბურთელი ვერ ითამაშებს ბლაუგრანაში. "კამპ ნოუს" სათადარიგო სკამზეც ვერ მოკალათდება ყველა მწვრთნელი. ერთ-ერთი მათგანი მაურინიოა. მიუხედავად ტაქტიკური განსწავლულობისა, ხასიათისა და ლიდერის თვისებებისა, პორტუგალიელი იმ სპეციალისტთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც "ბარსელონაში" ვერ იმუშავებს.
ჟუან ლაპორტამ, ორი წლის უკან მასთან კონტრაქტის გაფორმებზე კატეგორიული უარი განაცხადა. მაურინიო ბლაუგრანას სახე ვერასდროს გახდება. მიზეზე მარტივია, ბლაუგრანას არ სჭირდება ისეთი მწვრთნელი, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მეტოქეები ეზიზღება და წამდაუწუმ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. ასეთი პროფილის დამრიგებელი ისეთ გუნდს უფრო შეეფერება, როგორიც "რეალია". არამეგობრულ გუნდს, რომელსაც ყველაზე ქედმაღალი პრეზიდენტი (ფლორენტინო პერესი) და ყველაზე საძულველი ვარსკვლავი (რონალდო) ჰყავს.
გვარდიოლა მონეტის მეორე მხარეა. ის ჯენტლმენია. ასეთი იყო ფეხბურთელობისას და ასეთია მწვრთნელის რანგშიც. ისეთი კლუბის იდეოლოგიას, როგორიც ბლაუგრანაა, პეპმა დიდი ხნის წინ აუღო ალღო. პატივსაცემი და მორიდებული ადამიანია, რომელსაც ჭორაობა არ უყვარს. მასმედიის საშუალებები ვერ იტანენ, რადგან მისი ხილვა მადრიდში სურთ და ისიც კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია. ისევე როგორც ხავის ინიესტასა და მესის ბლანკოსში გადაბარგებაა წარმოუდგენელი.
მაურინიოს "რეალმა", შეიძლება თამაშები მოიგოს, ტიტულებიც კი, მაგრამ კატალონიელებზე
ლამაზ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს. სამეფო კლუბი არათუ ევროპაში, არამედ ესპანეთშიც აღარაა უძლეველი და თითით საჩვენებელი. დღეს მსოფლიოს ლურ-შინდისფერი ფერები ხიბლავს, რაც ბევრს რა თქმა უნდა არ სიამოვნებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]