სიმაო: "ბარსას" სამეული უმაღლესი დონის ფეხბურთელებისგან შედგება"
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, სიმაო საბროსამ "ბლაუგრანას" სამხრეთ-ამერიკულ ტრიოზე ისაუბრა.
"რთულია იპოვო სუარესის, ნეიმარისა და მესის მსგავსი მოთამაშეები.
ფიგუსთან, რივალდოსა და კლუივერტთან თამაშის გამოცდილება მაქვს, ისინი ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ "ბარსას" სამეული უმაღლესი დონის ფეხბურთელებისგან შედგება.
მათ ძალიან მაღალი კლასი აქვთ. გოლის ალღოთი არიან დაჯილდოებულნი. არამგონია, ასეთი ტრიო ოდესმე კიდევ ვიხილოთ.
"სამეფო კლუბსაც" ძალიან კარგი თავდასხმის ხაზი ჰყავს. არსებობს კრიშტიანუ-მესის დაპირისპირება და არსებობს სამეულთა დაპირისპირება, ეს ნორმალურია.
ნეიმარი, მესი და სუარესი დიდებული მოთამაშეები არიან, იმედია კიდევ დიდი ხანი გაგვახარებენ."
სიმაო თვლის, რომ ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი კრიშტიანუ რონალდუა: "ის კიდევ დიდი ხანი იბრძოლებს ოქროს ბურთისთვის. წელს კრიშტიანუს მეტი შანსი აქვს.
ყოველ წელს ერთი და იგივეა, რონალდუ და მესი. სანამ არგენტინელი და პორტუგალიელი აქტიურად გამოდიან, მათ შორის ყოველთვის იქნება დაპირისპირება. ისინი უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]