"კამპ ნოუს" მახლობლად კატალონიის დროშები დარიგდება
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში "ბარსელონა" "სიტის" დაუპირისპირდება. შეხვედრის დაწყებამდე "კამპ ნოუს" მახლობლად კატალონიის დროშები დარიგდება.
RAC1 იტყობინება, რომ კატალონიის 30 ათასი დროშა სრულიად უფასოდ იქნება დარიგებული. მსგავსი რამ გულშემატკივრებმა "სელტიკის" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდეც გააკეთეს.
უეფა ყველანაირი პოლიტიკური ლოზუნგისა და სიმბოლოს სტადიონზე დემონსტრირებას კრძალავს. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები ამის გამო წარსულში დააჯარიმეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]