"ბარსელონამ" ვიდალი 13,5 მილიონ ფუნტად შეაფასა
"ბარსელონა" მზადაა ალეიშ ვიდალი 13,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დათმოს, იტყობინება Mundo Deportivo.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი ესპანელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელმაც ლუის ენრიკეს ნდობა ვერ მოიპოვა.
წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ვიდალის ტრანსფერის ერთ-ერთი პრეტენდენტი ინგლისური "სანდერლენდია". ასევე მის მიმართ ინტერესს იჩენენ "მილანი", "ნაპოლი", "ინტერი" და "გრანადა".
ვიდალი "ბარსელონაში" 2015 წელს, "სევილიადან" გადავიდა. კლუბში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ძირითადი მარჯვენა მცველიც სწორედ ის უნდა ყოფილიყო, თუმცა ესპანელის თამაშმა კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. გასულ სეზონში ვიდალმა პრიმერაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, ამ პოზიციაზე პირველი ნომერი კი სერხი რობერტო გახდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]