გვარდიოლა: "მსურს, რომ მესიმ კარიერა "ბარსელონაში" დაასრულოს"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გამოთქვა აზრი, რომ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი ერთხელაც, შესაძლოა, რომელიმე ინგლისურ კლუბში გადავიდეს.
"მე არ დავურეკე მესის, რადგან მას ყველაზე მეტად "ბარსელონაში" კარიერის დასრულებას ვუსურვებ. მას აქ კიდევ მრავალი წელი შეუძლია თამაში - ეს მისთვის საუკეთესო ადგილია.
მაგრამ, ერთხელაც მან, შესაძლოა, სადმე სხვაგან თამაში გადაწყვიტოს. ალბათ იმის გამო, რომ მას სურს მისმა შვილებმა ინგლისური ენა შეისწავლონ ან ახალი ცხოვრებისეული გამოცდილების სურვილის გამო, როგორც ეს შეგვემთხვა ბევრ ჩვენთაგანს წარსულში. ასე რომ შესაძლებლობა არსებობს.
თუ ერთხელაც ის გადაწყვეტს წასვლას - მე ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება, - მაშინ იქნება ოთხი-ხუთი კაცის და კლუბის სია, რომლებიც მის შეძენას მოისურვებენ.
მაგრამ თქვენ იცით ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას? თავად ის. ეს არ ვიქნები მე ან ნებისმიერი სხვა, ვისაც მისი შეძენა სურს. ეს იქნება თავად ლეო მესის გადაწყვეტილება." - განაცხადა გვარდიოლამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]