ნეიმარი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ მსურს"
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.
"ბარსელონაში" დღეს არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ტიტული კატალონიელთა მაისურით რამდენჯერმე აქვთ მოგებული.
როდესაც ფეხბურთელი ტიტულს ერთხელ მოიგებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან საკუთარი მისია შეასრულა. ამის შემდეგ ჩვენ ტიტულის დაცვა და კიდევ მოგება გვევალება.
მართალია, რომ ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონაში" გადმოსვლიდან მალევე მოვიგე, თუმცა ამით არასდროს დავკმაყოფილდები. ჩემი მიზანია ეს ტიტული კიდევ, რაც შეიძლება მალე მოვიგო." - განაცხადა ნეიმარმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]