ლუის ენრიკეს და გვარდიოლას პირველი მასწავლებელი

ლუის ენრიკეს და გვარდიოლას პირველი მასწავლებელი

2005 წლის სექტემბერში, ლუის ენრიკე და პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად პირველ კურსებს გადიოდნენ. თეორიული მეცადინეობები უნდა შევსებულიყო "ბარსას" კანტერაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით. ამ მომენტამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ფრან სანჩეს ბასი, იმ პერიოდში კადეტთა გუნდის მწვრთნელი ინფორმირებული იყო, რომ ყოფილი ფეხბურთელები მასთან ერთად იმუშავებდნენ, რათა მიეღოთ დამატებითი ცოდნა. ერთ დღესაც, ალბერტ ბენაიხესმა, რომელიც "ბარსას" კანტერაზე პასუხისმგებელი იყო მწვრთნელს განუცხადა, რომ მასთან მუშაობა მოუწევდათ სერხის, ფერერს, ლუის ენრიკეს და გვარდიოლას. უკანასკნელი ორი კი პირადად ფრან ბასს მიაბარეს, რომელიც ამგვარად გახდა პირველი მასწავლებელი ლუისის და პეპის, მომავალში "ბარსელონას" ორი მთავარი მწვრთნელის.

"იმ დროს, როცა ბენაიხესმა ამის შესახებ მაცნობა, ძალიან ავღელდი, რადგან საუბარი გვქონდა წარსულში კლუბის დიდებულ ფეხბურთელებზე და მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო" - იხსენებს ფრანი 11 წლის შემდეგ. ორივე მათგანთან მუშაობა მისთვის ადვილი იყო, რადგან "მათ მალევე დაამტკიცეს, რომ ნორმალური ბიჭები არიან, ძალიან განსწავლულები, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა და ეს დიდი გამოცდილება იყო, ამასთანავე, ჩემთვის მათთან ერთად მუშაობა შემეცნებითი იყო".

იმ დროისთვის ვერავინ იფიქრებდა, რომ პეპი და ლუჩო "კამპ ნოუს" სათადარიგო სკამზე აღმოჩდებოდნენ და ორივე მათგანი "ტრიპლეტს" მოიგებდა. ფრან სანჩესი აღნიშნავს, რომ "ორივე დიდი სურვილით იყო მოსული და დიდ ინტერესს ავლენდა. თავდაპირველად, უფრო მეტად ჩუმად იყვნენ, მაგრამ სწრაფად ჩაერთნენ გუნდის მუშაობის დინამიკაში. მათთვის ეს ცარიელი ფორმალობა არ იყო, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ვარჯიშებში".


"ორივე ინტერესდებოდა ვარჯიშებით, უნდოდათ სცოდნოდათ, რომელი ვარჯიში რისთვის იყო საჭირო, რა მიზანი ჰქონდა მას და ა.შ." - იხსენებს კატალონიელი მწვრთნელი. "ორივე მათგანი დიდ ყურადღებას უთმობდა მცირე დეტალებს. მახსოვს, კარში დარტყმებზე ვვარჯიშობდით, პეპი კი კორპუსის დაყენებაზე აკეთებდა აქცენტს და არ გაჩერდა მანამ, სანამ ეს ვარჯიში იდეალურად არ შესრულდა".

იმ გუნდში, სადაც პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს დგამდნენ პეპი და ლუისი თამაშობდნენ 1991 წლის თაობის ფეხბურთელები. გამოსარჩევი იყვნენ ტიაგო ალკანტარა, ბარტა, მონტოია, ტელიო, კუენკა, ორიელ რომეუ, გაი ასულინი, როჩინა და მარტი რივეროლა. ყველა მათგანს ასევე შეუძლია იამაყოს, რომ ენრიკეს და გვარდიოლას პირველ ნაბიჯებს ადევნებდა თვალს.

ბალოტელის მწვრთნელი

ფრან სანჩეს ბასი, გვარდიოლას და ენრიკეს პირველი "მასწავლებელი" 15 წელი მუშაობდა "ბარსას" ასაკობრივ გუნდში. მის ხელში გაიარა იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც დღეს მთავარ გუნდში ასპარეზობენ - ხერარდ პიკე, ჟორდი ალბა და რაფინია. აღსანიშნია ისიც, რომ ბასი ასევე წვრთნიდა მარიო ბალოტელის იმ 2 კვირის განმავლობაში, როცა ის "ლა მასიას" შესარჩევ წვრთნებზე იმყოფებოდა. მწვრთნელის დახასიათება ძალიან დადებითი იყო, თუმცა აგენტის ეკონომიკური მოთხოვნები ძალიან გადაჭარბებული იყო 13 წლის ფეხბურთელისთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    NickSoNNa_CuLe
    სტუმარი [?]
    #7 20 ოქტომბერი 2016 01:32
    0
    იმის ტვინში ჩამახედა ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რომ ბარსა მესის გარეშე უკეთესია. თუ მთვრალი არაა და ამას სერიოზულად ფიქრობს ესეიგი რეალის ფანი ყოფილა grinning
    NickSoNNa_CuLe
    სტუმარი [?]
    #6 20 ოქტომბერი 2016 00:52
    0
    ვავააა ავტორ დაბრუნდი?
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #5 19 ოქტომბერი 2016 22:35
    0
    ციტატა: Pep Guardiola
    არამგონია

    კარგი იქნებოდა თქვენნაირი მწერლების დაბრუნება საიტზე...
    Pep Guardiola
    სტუმარი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2016 22:33
    0
    ციტატა: Lionel Messi - Pure Magic
    ციტატა: Pep Guardiola
    პეპს კარგი დახვედრა ეკუთვნის დღეს

    დაბრუნდი ?

    არამგონია
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #3 19 ოქტომბერი 2016 22:29
    0
    ციტატა: Pep Guardiola
    პეპს კარგი დახვედრა ეკუთვნის დღეს

    დაბრუნდი ?
    Pep Guardiola
    სტუმარი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2016 22:27
    0
    პეპს კარგი დახვედრა ეკუთვნის დღეს
    gio-barcelona
    სტუმარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2016 22:27
    0
    kai dro iyo :(