ნანი: "მესი გამორჩეული ფეხბურთელია"

ნანი: "მესი გამორჩეული ფეხბურთელია"

"ვალენსიას" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ლუიშ ნანიმ განაცხადა, რომ თანანემამულე, კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთის მოსაპოვებლად ლიონელ მესისთან სერიოზული ბრძოლა მოუწევს.

"მესი გამორჩეული ფეხბურთელია, არგენტინელს ცოტა თუ შეედრება. კრიშტიანუ თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ მას კონკურენცია გაუწიოს და გახდეს ნომერ პირველი.

მოცემულ მომენტში მესი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ჯერ გარკვეული არაფერია. ბოლო წუთებამდე ვერ გავიგებთ თუ ვინ მოიგებს მორიგ ოქროს ბურთს - კრიშტიანუ თუ ლეო.

"ბარსელონას" წინააღმდეგ თითოეული მომენტი ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ბევრი შანსი არ გვექნება.

წინ რთული შეხვედრა გველის. ჩემპიონატში პრობლემები გვაქვს, შესაბამისად, თითოეული მატჩისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ." 
- თქვა ნანიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zura1988
    სტუმარი [?]
    #2 26 ოქტომბერი 2016 21:41
    0
    როგორ უნდა აღიაროს რომ მესი მილიონჯერ ჯობია რონალდუს მაგრამ, იმ პიჟონსაც არუნდა აწყენიოს.... laughing
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2016 11:40
    0
    წინ რთული მატჩი გველის