დენისი:"ინიესტა საკაცით გაიყვანეს, ენცო პერესს კი ბარათიც არ მიუღია"
"ვალენსიასთან" მატჩში გამარჯვების შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, დენის სუარესმა კომენტარი გააკეთა.
"მსაჯი მეტოქეს თამაშის წესის დარღვევას ხშირად პატიობდა. ინიესტა საკაცით გაიყვანეს, ენცო პერესს კი ბარათიც არ მიუღია.
მარიო სუარესი ყოველი ორთაბრძოლისას უხეშად გვეხებოდა, მსაჯმა კი ბუსკეტსს მისცა ყვითელი ბარათი, რომელიც მატჩის ბოლომდე შეზღუდული იყო.
ინიესტა გაბრაზებულია, მას სწრაფად დაბრუნება სურს. ვალდებულები ვიყავით მოგვეგო.
"ვალენსიას" მთელი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად. ლა ლიგის ტიტულის მოპოვებაში ასეთ მატჩებში გამარჯვება დაგვეხმარება." - განაცხადა დენისმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]